ავარია ბარათაშვილის ქუჩაზე - დაშავებულია ერთი მგზავრი

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.