ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ე.წ მეჯინის წყლის დასახლებასთან მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.