ავარია ჭავჭავაძის გამზირზე - PHOTO

ჭავჭავაძის გამზირზე მოტოციკლეტი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი დაშავდა. დაშავებული "ვოლტის" კურიერია.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოტოციკლეტის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.