ავარია ქობულეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

სოფელ ლეღვაში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

დაღუპულია 50-წლამდე ასაკის კაცი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.