ავარია დმანისთან - დაღუპულია ოჯახის 4 წევრი

დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ავარიის შედეგად დაიღუპა ოჯახის 4 წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა.

Report.ge მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.