ავარია გაჩიანის ხიდთან - ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მანქანა დაეჯახა

ლილოს მიმდებარედ, გაჩიანის ხიდთან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამივე სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს დაეჯახა. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.