ავარია გლდანში მსხვერპლით დასრულდა

ავარია გლდანში მსხვერპლით დასრულდა. ქერჩის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.  

როგორც report.ge-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.