ავარია გორში - არის მსხვერპლი

გორში, სტალინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამინი ემსხვერპლა. 

გარდაცვლილი შუა ხნის ქალია, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად ქვეითად მოძრაობდა.

თვითმხილველების თქმით, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.