ავარია გურჯაანში - არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭერემში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და  სავალი გზიდან გადავარდა. 

Report.ge შემთხვევის დეტალებს შსს-ში არკვევს.