ავარია კახეთის გზატკეცილზე - დაიღუპა ერთი მგზავრი

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საგზაო ჯებირს შეეჯახა. 

შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.