ავარია მაგისტრალზე - არიან დაშავებულები

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.