ავარია მარნეული - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე

მარნეული - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

Report.ge შემთხვევის დეტალებს შსს-ში არკვევს.