ავარია ზუგდიდში - დაშავებულია ორი მოზარდი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

მსუბუქი ავტომობილი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.