ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების შრომისა და ნატანების საზღვარზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.