ავარია რუსთავში - მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ცოტა ხნის წინ რუსთავში ავარია მოხდა. მანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.