ავარია სამეგრელოში - გარდაცვლილია 3 ადამიანი

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.