ავარია სოფელ რუხში - დაშავებულთა შორის არასრულწლოვანიც არის

სოფელ რუხში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათშორის ერთი არასრულწლოვანია.

მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ქალის - მძიმე. მას ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ტრავმული შოკი აღენიშნება. დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდება.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.