ავარია თბილისში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - PHOTO

თბილისში, აეროპორტის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.