ავარია თბილისში - ერთმანეთს "ვოლტის" მოპედი და "მერსედესი" შეეჯახა

გვიან ღამით აღმაშენებლის ხეივანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ვოლტის" მოპედი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაზიანებები მიიღო "ვოლტის" კურიერმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.