ავარია თბილისში - მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ავარია თბილისში  მსხვერპლით დასრულდა.  კახეთის გზატკეცილზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც report.ge -ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.