ავარია თელავში - არის მსხვერპლი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. 

დაშავდა მეორე ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.