ავარია წერეთელზე - დაღუპულია 3 ადამიანი

თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა ,,კომენდანტის საათის" დროს მოხდა. 

ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.