ავარია ვაზისუბანში - მანქანა შუახნის ქალს დაეჯახა

ავარია ვარკეთილი-ვაზისუბნის დამაკავშირებელ გზაზე - ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემეგ კი სამი მანქანა დააზიანა.  შუახნის ქალი, სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.