ავარია ზუგდიდში-არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში-ერთმანეთს Nissan-ისა და BMW-ს მარკის ავტომანქანების შეეჯახნენ. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსებს შეფასებით, პირველადი დათვალიერებით დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.