ავარია ზუგდიდში - დაშავებული 5 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში-ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად სოფელ ნაწულუკუში ხუთი ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.