ავარიას ნოჯიხევში ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნოჯიხევში - მინივენის ტიპის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში მჯდომი ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.