ავარიის დროს დაშავებული პოლიციელი მართვით სუნთქვაზეა

ქარელთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა,- ამის შესახებ report.ge-ს ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

19 სექტემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.