ავარია რუსთავში - არის მსხვერპლი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.