ავჭალის სადგურთან ავარია მოხდა

თბილისში, ავჭალის სადგურთან ავარია მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომანქანას უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა და გადაბრუნდა. დაშავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. მას ხელი აქვს მოტეხილი. 

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს .