ავარია კასპში - არიან დაშავებულები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა დაშავდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.