ავტოსაგზაო შემთხვევა "ბოლო ზარზე" - არიან დაშავებულები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.

მე-12 კლასელები "ბოლო ზარის" აღსანიშნავად სოფელ ლიადან ზუგდიდში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც არხში გადავარდნენ.

ამ დროისათვის ოთხივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.