ავტოავარია ხელვაჩაურში - არიან დაშავებულები

ხელვაჩაურის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Report.ge მომხდარის შესახებ დეტალებს შსს-ში არკვევს.