ავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. როგორც report.ge- ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ჭავჭავაძის გამზირის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქუჩებზე უკვე მოეწყო. მათშორის ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება.