ავტომაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა 

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სამარშუტო ტაქსი ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რასაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოტრიალება მოჰყვა.

შეჯახებისას სამარშუტო ტაქსიში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ის არ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები.