თბილისში ორი ავტომობილი დაიწვა

თბილისში, თემქაზე ორი ავტომობილი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, მანქანები პარკინგზე იდგნენ, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა. შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, დროული რეაგირების შედეგად გვერდზე მდგომი მანქანები გადავარჩინეთ", - განაცხადეს საგანგებოში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.