ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუკუზანში სატვირთო ავტომობილი ეკლესიის ეზოში შევარდა და ამოყირავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სატვირთო ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ეკლესიის ეზოში გადავარდა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.