ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - არის მსხვერპლი

კახეთში, გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.