ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში - არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხასთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.