ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მეგობრობის გამზირზე, გმირთა მოედნის მიმდებარედ ერთმანეთს ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი მათ შორის 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ტაქსით მგზავრობდა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

ფოტო: ტვ4