ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. გზის სავალ ნაწილზე მანქანა ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.