ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში -არიან დაშავებულები

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

ინციდენტი ცოტა ხნის წინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის  დააზიანება გამოიწვია.