ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულია 1 პირი

თბილისში, დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.