ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში

წალენჯიხაში ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს წალენჯიხის პოლიციის უფროსი მართავდა. 

დაშავებული ქვეითი, 80 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც ზუგდიდში, რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო, უწყებაში Report.ge-ს დაუდასტურეს, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.