ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ახალციხის გზაზე

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის ქედის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ავარიის შედეგად მესამე ავტომობილიც დაზიანდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. Report.ge შემთხვევის დეტალებს შსს-ში არკვევს.