ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ44 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, თოვლისა და ზვავსშიშროების გამო, დღის პირველი ნახევრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.