აზარტული თამაშების რეკლამირება შესაძლოა აიკრძალოს

პარლამენტს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა. ცვლილებები ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, შესაძლოა აიკრძალოს აზარტული და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატულ მეტრ ფართობს.

კანონში ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია არიან.