ოპოზიციური ლიდერებისა და დიპლომატების შეხვედრაზე შუქი გამოირთო

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მიმდინარე ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრისას შუქი გამოირთო. როგორც Report.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ელექტროენერგია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გამორთული. შეხვედრაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მხარეები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას განიხილავენ.