აზერბაიჯანის დროშა თბილისის სარეკლამო მონიტორებზე - PHOTO

თბილისის ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებში დამონტაჟებულ სარეკლამო მონიტორებზე, აზერბაიჯანის დროშის გამოსახულება გამოჩნდა. 

აქცია ორგანიზებული იყო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის დროშა დედაქალაქის ცენტრში გამოიფინა - თავისუფლებისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე, ასევე, რკინიგზის ცენტრალურ სადგურსა და ქალაქში დამონტაჟებულ კიდევ ხუთ სარეკლამო მონიტორზე.