აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოები გამოგზავნა

2019-2020 სასწავლო წლისთვის აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოები გამოგზავნა.

აზერბაიჯანის საელჩომ წიგნები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადასცა.

მათ შორის I-XI კლასის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის 20 622 სახელმძღვანელო და პედაგოგებისთვის განკუთვნილი მეთოდური მასალებია.

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები წიგნებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებენ.