ბაჩალიაშვილის დედა: წერილი სავარაუდოდ დააწერინეს

"წერილი სავარაუდოდ იმათ დააწერინეს. ეს მზაკვრულად იყო ყველაფერი დაგეგმილი არა ერთ დღეში, არამედ თვეების მანძილზე იგეგმებოდა,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.

" გამოკვლეული იყო ისიც, ჰქონდა თუ არა თანხა ანგარიშზე. სავარაუდოდ დააწერინეს, გამოიყენეთ თანხაო. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, მიხვდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ისედაც გამოვიყენებდით ამ თანხას, დაწერა რად უნდოდა ამას? ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებულიყო. მე ვიცი, რომ ის თანხას აგროვებდა, უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა. იცოდა, ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.